ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პუტინია - ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პუტინის რეჟიმია პასუხისმგებელი. რეზოლუციაში ევროპელმა დეპუტატებმა კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის პატიმრობაში გარდაცვალებას მკვლელობა უწოდეს და განაცხადეს, რომ ამაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთის რეჟიმს და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ რუსეთის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა.


ევროპარლამენტმა ასევე დაამტკიცა ცალკე რეზოლუცია, რომლითაც ითხოვენ, უკრაინას მიეცეს ყველა საჭირო იარაღი და მხარი დაუჭიროს მას გამარჯვებამდე.


რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.


„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.