ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირებისთვის აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ კომპანიას უახლოეს დღეებში დააფუძნებენ

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის პროექტის სრული განახლებისთვის ჩატარებული სამუშაოს 95 პროცენტამდე უკვე დასრულებულია,“ ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, პროექტი ხუთ ეტაპს შედგებოდა და აქედან სამი უკვე დასრულებულია.


ახალქალაქის სადგურზე სამუშაო დასასრულს უახლოვდება. დანარჩენი სამუშაოს დასრულებაც ორ თვეში იგეგმება,“ - აღნიშნა რუსტამოვმა.

მან აღნიშნა, რომ BTK, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ჩინეთიდან ევროპაში და უკან საქონლის ტრანსპორტირებისთვის.


ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ მარშრუტზე ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე უახლოეს თვეებში. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება სატრანზიტო ტვირთის მოცულობის გაზრდა,“ - დასძინა რუსტამოვმა.


რუსტამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვის ერთობლივი საწარმო შეიქმნება. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, მომზადდა სამართლებრივი დოკუმენტები, უახლოეს დღეებში კი, ერთობლივი საწარმოს შექმნაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ ყველა ოპერაციას ეს საწარმო განახორციელებს. საქართველო და აზერბაიჯანი ამ საწარმოში 50-50%-იანი წილით იქნებიან წარმოდგენილნი.


„ერთობლივი საწარმოს ძირითადი ამოცანაა პროექტთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება, ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დაწესება და ზოგადად საოპერაციო საკითხების მოგვარება,“ - აღნიშნა რუსტამოვმა.