ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს. ინფორმაციას გაეროში ევროკავშირის ელჩი, ლოტე კნუდსენი ავრცელებს.


„ჩვენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აღშფოთებულები ვართ. მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსეთმა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას,“ - განაცხადა ლოტე კნუდსენმა.


გაეროში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ გამოძიებას 43 სახელმწიფო ითხოვს და საბოლოო პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.


„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.

ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.

დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.