აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ

აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ, ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ამჟამად, სხვა ზომას შორის განიხილება რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენების, ე.წ. ოლიგარქების მიმართ სანქციების შემოღება, ან ისეთი ეკონომიკური ხასიათის ზომის ამოქმედება, როგორიცაა რუსეთის სუვერენულ ვალზე სანქციის დაწესება.

ბრიტანელი ოფიციალური პირები გეგმავენ მიმართონ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რომ გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ხუთშაბათს მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მიღებული ვალდებულებები.

აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთის მთავრობას ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის მოწამვლაში ადანაშაულებენ. აგრეთვე მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი განაგრძობს აკრძალული ქიმიური იარაღის წარმოებას.

აშშ-მ ნავალნის საქმეზე სანქცირებულთა სია გამოაქვეყნა.

ევროკავშირი, ნავალნის დაკავების გამო, ოთხ რუს მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს