რუსეთი, ჩინეთთან ერთად, 2033-2035 წლებისთვის მთვარეზე ბირთვული ენერგოდანადგარის განთავსებას განიხილავს. ამის შესახებ ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა, იური ბორისოვმა განაცხადა.
სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მთავრის ზედაპირზე მომავალი სადგურის მუშაობის უზრუნველყოფა მხოლოდ ბირთვული ენერგიით იქნება შესაძლებელი, ვინაიდან მთვარეზე შეუძლებელი იქნება მზის ბატარეის გამოყენება.
მისივე თქმით, მისიის ჩატარება ავტომატურ რეჟიმში იგეგმება რადიაციული უსაფრთხოების გათვალისწინებით. რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამგვარი დანადგარის შექმნისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური ამოცანები პრაქტიკულად ამოხსნილია.
„დღეს სერიოზულად განვიხილავთ დაახლოებით 2033-2025 წლების მიჯნაზე მთვარის ზედაპირზე, ჩვენს ჩინელ კოლეგენთან ერთად, ენერგეტიკული დანადგარის ჩატანისა და განთავსების პროექტს,“ – განაცხადა ბორისოვმა.