ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია Kerry Logistics-ი უზბეკეთს შუა დერეფანში მთავარ მოთამაშედ განიხილავს. კომპანიის შეფასებით, უზბეკეთის სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ფარავს მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებს, მას ამ დერეფნის კრიტიკულ ჰაბად აქცევს.
უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის გათვალისწინებით, Kerry-Globalink Logistics-ი განიხილავს შუა დერეფანს, როგორც კატალიზატორს ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდისთვის. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ დერეფანი, პირდაპირი და ეფექტიანი სავაჭრო მარშრუტით შავი ზღვისკენ, მოსალოდნელია, რომ აამაღლებს უზბეკეთის როლს საერთაშორისო ვაჭრობაში.
„მოსალოდნელია, რომ Kerry Logistics-სა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა დადებით შედეგებს გამოიღებს ორივე მხარისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონის უფრო ფართო ეკონომიკურ ლანდშაფტს,“ წერს აზერბაიჯანული მედია.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.