ლიეტუვის დაზვერვა: რუსეთს უკრაინაში „არსებული ინტენსივობით“ ომის წარმოება სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეუძლია

ნავთობის მაღალი ფასები, სამხედრო ინდუსტრიის ინვესტიციები და სანქციების გვერდის ავლა რუსეთს საკმარის რესურსს აძლევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის მსგავსი ინტენსივობით სულ მცირე ორი წლის განმავლობაში განაგრძოს. ამის შესახებ ლიეტუვის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.


ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ცნობით, რუსეთი უკრაინაში ომს დიდ რესურსებს უთმობს და ასევე, კრემლმა შეიარაღებული ძალების რეფორმა დაიწყო.

ანგარიშის თანახმად, ეს რეფორმა გრძელვადიანი პროექტია, რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს და შეიძლება, ათი წელიც კი გაგრძელდეს.

„ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია NATO-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება, კერძოდ ბალტიის ზღვის რეგიონში და ამ მიზნით, იs თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთის მიმართულებით აფართოებს,“ - ნათქვამია ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ერთობლივ ანგარიშში.