მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების აღდგენა რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციებზე კონტროლის მიზნებსსა და ასევე მომავალში NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადებას ემსახურება.
მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს.
რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც.
„ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს.
„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, 27 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა.
სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.
ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.
უკრაინაში დასავლეთის მიერ ჯარების გაგზავნის შემთხვევაში, NATO-სა და რუსეთს შორის ომი გარდაუვალი იქნება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა ჟურნალისტებს. „ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა შესაძლებლობაზე, არამედ გარდაუვალობაზე, ასე ვაფასებთ მას,“ - უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, როგორ აფასებენ კრემლში ესკალაციისა და პირდაპირი კონფლიქტის რისკს უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შემთხვევაში.
როგორც 27 თებერვალს მაკრონმა განაცხადა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა ომში გამარჯვება ვერ შეძლოს, რადგან ეს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.