„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ფრონტის ხაზი უფრო ახლოს იქნება“ - სანდუ მაკრონს

„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ის გააგრძელებს წინსვლას და ფრონტის ხაზი უფრო ახლოს მოვა. უფრო ახლოს მოვა ჩვენთან. უფრო ახლოს მოვა თქვენთან,“ ეს განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარიზში გააკეთა, სადაც 7 მარტს მან საფრანგეთთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას თავდაცვისა და თანამშრომლობის თაობაზე.

„ამიტომ ევროპამ გაერთიანებული ფრონტი უნდა შექმნას. აგრესია მთელი ძალით უნდა იქნეს უკუგდებული,“ აღნიშნა სანდუმ.


მაკრონმა პირობა დადო, რომ მოსკოვის მხრიდან მუქარის პირობებში მოლდოვის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა ურყევი იქნება.

სანდუს თქმით, მოსკოვი გეგმავს, შეარყიოს მოლდოვის სტაბილურობა და ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას ჩამოაშოროს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში წევრობის თაობაზე რეფერენდუმის წინ.