უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-20 შეხვედრა გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე 19 მარტს გაიმართება. შეხვედრა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის წინ გაიმართება, რომელიც მომდევნო დღეს არის დაგეგმილი.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა მიიწვია თავდაცვის მინისტრები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები, რათა განიხილონ უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე, უსაფრთხოების საკითები, რომლებსაც აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები აწყდებიან.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მიზნით მას შემდეგ შეიჭრა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეს ჯგუფი 50-ზე მეტ მოკავშირესა და პარტნიორებს აერთიანებს. ბოლო შეხვედრა 14 თებერვალს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა.