ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში პირველი ისტორიული წესები დაამტკიცა

ევროკავშირმა 13 მარტს საბოლოოდ დაამტკიცა ფართო მასშტაბის წესები ხელოვნური ინტელექტის მართვის სფეროში, მათ შორის, ისეთი მძლავრის სისტემის, როგორიცაა OpenAI-ის პროდუქტი ChatGPT.

წესები, რომლებიც პირველად 2021 წელს წარადგინეს, მოქალაქეებს ელვისებური სისწრაფით ცვალებადი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან დაიცავს. ამავე დროს ეს წესები საფუძველს გაამყარებს ევროკავშირში ამ სფეროს განვითარებისთვის.


ბრიუსელი განსაკუთრებით ჩქარობდა ახალი კანონის მიღებას მას შემდეგ, რაც 2022 წელს სცენაზე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია OpenAI-ის პროგრამა ChatGPT, რომელსაც Microsoft-ი უჭერს მხარს.