ყაზახეთში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა როვშან კაზიმოვმა, აზერბაიჯან-ყაზახეთის ექსპერტთა საბჭოს მესამე შეხვედრის, ფარგლებში მრგვალი მაგიდის დროს განაცხადა, რომ შუა დერეფნის პოტენციალი მოთამაშეების ყურადღებას რეგიონის მიღმაც იპყრობს.
„აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება. მე მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო თანამშრომლობაზე სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში. მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია და გლობალურ ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები მოითხოვს ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. შუა დერეფანი იპყრობსარამხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ, რეგიონის მიღმა მყოფი სხვა მოთამაშეების ყურადღებას,“ - განაცხადა კაზიმოვმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფნის გადამწყვეტი ელემენტია ზანგეზურის დერეფანი.
„ამჟამად აზერბაიჯანი აქტიურად არის ჩართული ამ სატრანსპორტო არტერიის გახსნაში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას. ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთზე, რომელიც გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელდა,“ - დასძინა დიპლომატმა.