დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩინეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის დაწესებას განიხილავს. მიზეზად ჯაშუშობის საფრთხე დასახელდა.
ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, მინისტრები და უშიშროების სამსახურები განიხილავენ სასაზღვრო წესების გადახედვას, რომელიც ეხება დიპლომატებსა და ე.წ. ოფიციალურ სამსახურში მყოფ სხვა პირებს.
„მიზანია, აიძულონ ჩინეთი და სხვა ქვეყნები უფრო დეტალური ინფორმაციაწარმოადგინონ და ბრიტანეთს მეტი დრო დაუთმონ შემოწმებისთვის,“ დასძინეს წყაროებმა.
ვარიანტები მოიცავს იმ ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას, რომლებსაც შეუძლიათ დიპლომატიური ან მსგავსი წესებით მგზავრობა.
ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურები მხარს უჭერენ მკაცრ წესებს რისკების შესამცირებლად. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს აწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური სუბიექტების მიერ ამერიკელების პერსონალურ მონაცემებზე წვდომის თავიდან აცილებას იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება, გამოყენებული იყოს კომერციული და სამხედრო მიზნებისთვის, განსაკუთრებით, ჩინეთისა და რუსეთის ფედერაციის მიერ.
- აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია