Rheinmetall- ს უკრაინაში სულ მცირე ოთხი ქარხნის გახსნა სურს

საბრძოლო მასალის უმსხვილესმა გერმანულმა მწარმოებელმა Rheinmetall-მა განაცხადა, რომ უკრაინაში სულ მცირე ოთხი ქარხნის გახსნა სურს. უკრაინაში მდებარე ქარხნები უკვე აწარმოებენ სამხედრო აღჭურვილობას და სხვა იარაღს.

„უკრაინა ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. აქ ჩვენ ვხედავთ ორიდან სამ მილიარდ ევროს პოტენციალს (გაყიდვები. - რედ.) წელიწადში,” - დასძინა Rheinmetall– ის გენერალურმა დირექტორმა.


გასულ თვეში, სამხედრო აღჭურვილობის უმსხვილესმა მწარმოებელმა უკვე გამოაცხადა შეთანხმება უკრაინაში საარტილერიო ჭურვების წარმოების შესახებ. მოსალოდნელია, რომ ქარხნის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მისი ადგილმდებარეობა უსაფრთხოების მიზეზების გამო არ არის გამჟღავნებული.

ის შეიქმნება საბრძოლო მასალის იმ ქარხნის მოდელის გათვალისწინებით, რომ რომელსაც კომპანია გერმანიაში აშენებს.