შვედეთი ჩეხეთს 30 მილიონ ევროს გადასცემს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად

შვედეთმა მხარი დაუჭირა ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების შესახებ და მის მხარდასაჭერად პრაღას 30 მილიონი ევრო გადასცემს. შვედეთის მთავრობამ ამის შესახებ 14 მარტს განაცხადა.


უკრაინის საბრძოლო მასალის საჭიროება დიდია, განსაკუთრებით, საარტილერიო. ჩეხეთის რესპუბლიკამ განსაზღვრა შესაძლებლობები მსოფლიო ბაზარზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენის მიზნით, ხოლო ჩვენს მთავრობას სურს, მხარი დაუჭიროს ჩეხეთის რესპუბლიკას ამ საქმეში,“განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა.