რუმინეთში საჰაერო ბაზა NATO-ს ჯარისკაცებისთვის „სამხედრო ქალაქად“ გადაიქცევა

რუმინეთში Mihail Kogalniceanu-ს ავიაბაზა გადაიქცევა სამხედრო ბანაკად, სადაც NATO-ს 10000 ჯარისკაცი და მათი ოჯახები იცხოვრებენ - პროექტს 2,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია დასჭირდება, იუწყება რუმინული Pro TV.


ავიაბაზაზე შენობები, საავადმყოფოები და სკოლები აშენდება. დაგეგმილია ასაფრენი ბილიკის ზომის გაორმაგება, საწვავის საწყობების და რამდენიმე ანგარის აშენება გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და დრონებსისთვის. სამუშაო უკვე დაიწყო, ახლა შენდება ბანაკთან მისასვლელი გზები და მძლავრი ელექტრო ქსელი. ასევე იგეგმება ურბანული ინფრასტრუქტურის შექმნა, სადაც იქნება საბავშვო ბაღები, სკოლები, საავადმყოფო, მაღაზიები და გასართობი პარკები.