რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა უკრაინისთვის გარკვეული ტიპის იარაღის ტრანზიტი დაამტკიცა. მან ასევე დაადასტურა ქვეყანაში უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ებზე.
გარდა ამისა, იოჰანისი დათანხმდა დაახლოებით 50 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას. ეს საკითხი ორშაბათს რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის ლიდერების შეხვედრაზე განიხილება.
პალატაში კენჭისყრა სავარაუდოდ, მომავალ ერთობლივ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. კონკრეტულად როდის დაიწყება უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა, ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია. თუმცა უკრაინული მედია წერს, რო სწავლება სავარაუდოდ, ზაფხულში გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ F-16-ის პილოტების მომზადება წლის ბოლომდე დასრულდება.