NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესახებ ერთი ქვეყნის გადაწყვეტილება, ყველაზე იმოქმედებს

NATO-ს ერთ-ერთი ქვეყნის პოტენციური გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის განლაგების თაობაზე, გავლენას ახდენს ყველა მოკავშირის ინტერესებზე, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებები მოითხოვს მათ შორის კონსულტაციებს. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა კიევში ვიზიტოს დროს, ArmyInform-თან ინტერვიუში განაცხადა.


ბაუერს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ის შესაძლებლად ცალკეული ქვეყნების სამხედრო ძალების პოტენციურ განლაგებას უკრაინაში, რაც ბოლო კვირებში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებების შემდეგ განიხილება. მან უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარები არ არიან და ალიანსი არც გეგმავს მათ უკრაინაში განთავსებას.


„მაგრამ თუ ცალკეული ქვეყანა გადაწყვეტს აქ თავისი ჯარების განთავსებას, მან უნდა გაიგოს, რომ მას ექნება კავშირი ალიანსის დანარჩენ წევრებთან. დავპირდით ერთმანეთს, რომ დავეხმარებით თუ ვინმე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ალიანსის ქვეყნებმა გაიარეს კონსულტაცია ერთმანეთთან, თუ მათ სურთ ასეთი გადაწყვეტა,“ - განაცხადა რობ ბაუერმა.

შეგახსენებთ, რომ ბაუერის ვიზიტი კიევში პირველი იყო სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.