ჩინეთსა და სერბეთს შორის ახალი სარკინიგზო მარშრუტი ამოქმედდა

ჩინეთსა და სერბეთს შორის ახალი სარკინიგზო რეისი გაიხსნა -  ჩინეთის ჩრდილოეთში ჰებეის პროვინცია ბელგრადს დაუკავშირდა.

მატარებელს რეისის შესრულებისთვის 20 დღე დასჭირდება. ის სიძიაჭუანის მშრალი პორტიდან 21 მარტს დაიძრა, გაივლის 10000 კმ-ზე მეტს და ბელგრადში ჩავა. მატარებელში ჩატვირთულია თითქმის 3 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი. ტვირთებს შორის არის მექანიკური აღჭურვილობა და მანქანის ნაწილები.


სარტყელი და გზის ინიციატივა  - BRI

ჩინეთის პრესის სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ეს არის პირველი სარკინიგზო სატვირთო სერვისი, რომელიც აკავშირებთ ჰებეის და ახლომდებარე ტიანძინს და პეკინს - სერბეთთან. მედიის ცნობით, მარშრუტი ითვალისწინებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას „სიღრმისეული თანამშრომლობისთვის“ - BRI-ის ფარგლებში. სარკინიგზო მარშრუტმა სერბეთამდე ასევე შეიძლება, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ გაცვლას ჩინეთსა და BRI-ის სხვა მონაწილე ქვეყნებს შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.