აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული თავდასხმების გამო, სანქციებს აწესებენ

  • იუსტიციის დეპარტამენტმა და FBI-მ ორშაბათს განაცხადეს, რომ მილიონობით ამერიკელის ონლაინ ანგარიშები, მათ შორის აშშ-ის ოფიციალური პირები ჩინური ჰაკერული შეთქმულების სამიზნე გახდნენ. ჩინეთის შვიდ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს ფართომასშტაბიანი „მავნე“ კიბერთავდასხმის კამპანიის განხორციელებაში.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ჰაკერების არმიის მეშვეობით ჩინეთი ცდილობს, შეასუსტოს დემოკრატიული სისტემების ფუნქციონირება.

დიდი ბრიტანეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ორივე ქვეყნის კანონმდებლებზე განხორციელებული კიბერშეტევების სერიის გამო, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა გამოაცხადეს სანქციები კომპანიისა და ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ჩინეთის მთავრობასთან. 


აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სანქცირებული პირები პასუხისმგებელნი არიან ჰაკერულ ჯგუფზე, რომელმაც გაამჟღავნა ინფორმაცია ათობით მილიონი ბრიტანელი ამომრჩევლის შესახებ, ასევე ეჭვი აქვთ კიბერ ჯაშუშობაზ, რომელთა სამიზნე იყვნენ კანონმდებლებსი, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ.


დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერ ოლივერ დოუდენის ინფორმაციით, კიბერთავდასხმა, რომლითაც ბრიტანელი ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნდა, ჩინეთთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მალე ამ კავშირის დადასტურებას შეძლებს.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისიაზე კიბერთავდასხმა 2021 წლის აგვისტოში განხორციელდა, თუმცა მის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მილიონობით ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვა მოხდა. კიბერთავდასხმის სამიზნეები იყვნენ ის ბრიტანელი პარლამენტარებიც, რომლებიც ჩინეთისადმი კრიტიკული და ხისტი პოზიციებით გამოირჩევიან.

„ჩინეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეკონომიკური საფრთხეა და ის ეპოქის განმსაზღვრელ გამოწვევას წარმოადგენს," - აღნიშნა რიში სუნაკმა.


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საარჩევნო რეესტრების გატეხვას „არ ჰქონია გავლენა რომელიმე პირის საარჩევნო პროცესებზე ან უფლებებზე ან დემოკრატიული პროცესის ხელმისაწვდომობაზე და არც საარჩევნო რეგისტრაციაზე.“

ამავდროულად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მან დააწესა სანქციები Wuhan Xiaoruizhi Science and Technology Company-ს წინააღმდეგ, რომელსაც იგი უწოდებს ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ფრონტულ კომპანიას, რომელიც "მრავალი მავნე კიბერ ოპერაციების წინა ხაზზე იყო." დეპარტამენტმა მიუთითა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისადმი პოტენციურ საფრთხეზე.