ახალი ზელანდია ჩინეთს, ჰაკერული ჯგუფის გამოყენებით საგარეო ჩარევაში ადანაშაულებს

ახალი ზელანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ სამშაბათს გამოთქვა შეშფოთება ჩინეთის მთავრობასთან, სახელმწიფოს მიერ ჰაკერული ჯგუფის დაფინანსების გამო, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა და რომლის ჩართულობაც გამოიკვეთა  ახალი ზელანდიის პარლამენტში, 2021 წელს. ბრიტანეთი და აშშ ჩინეთს ასევე ადანაშაულებენ ფართო კიბერჯაშუშობის კამპანიაში. როგორც ახალმა ზელანდიამ, ასევე ავსტრალიამ დაგმეს უფრო ფართო აქტივობა.


„ამგვარი საგარეო ჩარევა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, თავი შეიკაოს მომავალში მსგავსი ქმედებებისგან,“ - განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პეტერსმა.

მისი თქმით, ჩინეთის ელჩს გადაეცა შეშფოთება ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯგუფების გამო, რომელთა სამიზნე იყო დემოკრატიულ ინსტიტუტები როგორც ახალ ზელანდიაში, ასევე, გაერთიანებულ სამეფოში.

ახალი ზელანდიის დაზვერვის მაღალჩინოსანმა სამშაბათს საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას ისაუბრა „ეროვნული უსაფრთხოების რისკებზე.“


ახალ ზელანდიაში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი უარყოფენ "ცალსახად ასეთ უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო ბრალდებებს."

„ჩვენ არასდროს ჩავერევით და არც მომავალში ჩავერევით სხვა ქვეყნების, მათ შორის, ახალი ზელანდიის საშინაო საქმეებში. ჩინეთის საგარეო ჩარევაში დადანაშაულება სრული აბსურდია,“ აღნიშნა სპიკერმა.