2024 წლის პირველ ორ თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთის ტერიტორიაზე სულ 35,960 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა, რაც 911 000 ბარელით, 2,6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ინფორმაციას კომპანია BOTAS-ი ავრცელებს. მხოლოდ თებერვალში BTC მილსადენით თურქეთის ტერიტორიაზე 17,042 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა, რაც 2023 წლის თებერვალთან შედარებით 1,160 მილიონი ბარელით - 7,3 პროცენტით მეტია.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა.
BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.