ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 4,3 მილიარდი ბარელი ნავთობი გადაიზიდა მას შემდეგ, რაც ის ექსპლუატაციაში შევიდა. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანულ ნავთობთან ერთად მილსადენმა თურქმენული ნავთობიც გაატარა.
მილსადენი ექსპლუატაციაში 2006 წლის 13 ივლისს შევიდა. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.