შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ NATO-მ რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიანსის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეჩერება უნდა იყოს.
მისივე თქმით, ამ ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კონფლიქტი არსებობს და ჩვენ მას უნდა გავუმკლავდეთ. ნატო უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს.“
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი მეზობელია, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა და მსოფლიოს ბირთვული მუქარითა და დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე ყოფილი იმპერიის აღდგენის იდეით აშინებს. ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შევუქმნათ,“ - განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.
შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი მიმდინარე წლის მარტში გახდა.