სამხრეთ კორეამ აზიის მესამე უმსხვილეს ნედლეულის იმპორტიორ, ყაზახეთის ნავთობის (CPC Blend) შესყიდვა შეაჩერა. „ლოგისტიკა ნავთობის შესყიდვისთვის ძალიან ძვირი და არაეფექტიანია წითელი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების მუდმივი პრობლემების ფონზე,“ განაცხადეს Spglobal-ის წყაროებმა.
სამხრეთ კორეა ნედლი ნავთობის მუდმივი მომხმარებელი იყო.
თუმცა, თებერვალში ნულოვანი გადაზიდვები დაფიქსირდა, რაც იყიო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეამ ვერ შეძლო ნავთობის მიღება 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ.
სამხრეთ კორეის ტოპ გადამამუშავებელმა SK Innovation-მა და მისმა გადაზიდვის შვილობილმა SK Shipping-მა აღნიშნეს, რომ ყაზახეთის (CPC Blend) ნედლეულის გადაზიდვებისთვის ლოგისტიკური ხარჯების მკვეთრი ზრდა დიდი შეშფოთებაა და ისინი ყურადღებით განაგრძობენ რისკების შეფასებას.
სამხრეთ კორეამ შეიძლება, კვლავ მიიღოს რამდენიმე ტვირთი უახლოეს თვეებში, რადგან ჩამოსვლის შეფერხებებიც ფიქსირდება, რადგან როგორც ცნობილია, გადამზიდავები კეთილი იმედის კონცხის გავლით (აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი; მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კაპის ნახევარკუნძულზე, კეიპტაუნის სამხრეთით, რედ.) მოძრაობენ.
„თუმცა, მოსალოდნელია, რომ გადამამუშავებელი მწარმოებლები მნიშვნელოვნად შეამცირებენ CPC Blend ნედლი ნავთობის შესყიდვებს მომავალში, ამბობე სეულში დაფუძნებული Korea Petroleum Association-ის ანალიტიკოსები.
როგორც ცნობილია, წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაწყებიდან, სუეცის არხის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 55%-ით შემცირდა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შეფასებით, სუეცის არხმა ტვირთის დაახლოებით ორი მესამედი წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო დაკარგა და ეს ტვირთი ახლა სამხრეთ აფრიკაში გადის. რიგმა გადამზიდავმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მთლიანად შეაჩერონ ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით.