მაიკ პომპეო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 23 ოქტომბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვაშინგტონში უმასპინძლებს, - ინფორმაციას ამის შესახებ Poltico ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მაიკ პომპეო ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰან ბაირამოვს, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდება.

საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იქნება.