რუმინეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით კონსტანცის პორტში, საქონლის მულტიმოდალური ტრანსპორტირების ორგანიზება დააჩქაროს. შესაბამისი განცხადება რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მდივანმა ადრიან ჯორჯ ფოგისმა გააკეთა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მათ მეზობლებს შორის, ისევე როგორც სხვა მსოფლიო მოთამაშეებთან, არის დადებითი ფაქტორი ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდისთვის.
მნიშვნელოვანია ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა, გზების, რკინიგზის, პორტებისა და ტვირთის გადაზიდვის ტერმინალების მშენებლობა ან მოდერნიზაცია - რეგიონის ქვეყნებს შორის ან სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს ტვირთების ტრანსპორტირებას და ტრანზიტს ცენტრალურ აზიაში.
რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფაში.