აზერბაიჯანმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მკვეთრი კლება დააფიქსირა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
2024 წლის იანვარში, აზერბაიჯანმა რუსეთიდან 15 436 580 დოლარის ღირებულების 27 617,99 ტონა ნედლი ნავთობი შეიტანა.
„იანვარში აზერბაიჯანმა ნედლი ნავთობის იმპორტის მოცულობა შვიდჯერ შეამცირა, 2024 წლის იანვარში აზერბაიჯანმა 15 მლნ 436,58 ათასი დოლარის ღირებულების 27 ათას 617,99 ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა,“ წერს მედია.