ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 581-ე ადგილზეა

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიაში 48 წლის ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს იკავებს.

მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა.


რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილი 624-ე ადგილზეა და მისი ქონების ღირებულება $4.9 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია.