შპს „ბათუმის ნავთობის ტერმინალმა“ Aframax-ის ტანკერებზე ყაზახეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული მუქი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა განაახლა. შემდეგ ტვირთი ევროპის ქვეყნებში იგზავნება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშაუელებები KazTransOil -ზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ყაზახური წარმოების მუქი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა ყოველთვიურად იგეგმება. ამ სამუშაოს განახლება საქონლის გადაზიდვის სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას უკავშირდება.
მაზუთის და VGO-ს (ვაკუუმური გაზის ზეთის) გადაზიდვები ფაქტობრივად 2018 წლის ოქტომბრიდან არის შეჩერებული. მუქი ნავთობპროდუქტების დიდი რაოდენობით გადაზიდვა Aframax-ის ტანკერებზე შპს ბათუმის ნავთობტერმინალის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამციროს ტრანსპორტირების ხარჯები, რაც თავის მხრივ, ბათუმის გავლით საექსპორტო ტვირთების მარშრუტს უფრო მიმზიდველს ხდის, გაიზრდება გადაზიდვის მოცულობა.
Aframax-ის ტიპის დიდი ტევადობის ნავთობის ტანკერები განკუთვნილია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, შეუზღუდავ სანავიგაციო ზონაში. ტანკერის სიგრძე 250 მეტრია, სიგანე - 44 მეტრი.