სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი, აჩვენებს რუსეთს, რომ ომს ვერ მოიგებს

უკრაინის მხარდაჭერის მიმართ გრძელვადიანი ვალდებულების აღებამ, საბოლოოდ, შესაძლოა, მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმებისკენ უბიძგოს, მას შემდეგ, რაც რუსეთი გააცნობიერებს, რომ „ომის მოგება არ შეუძლია.“ ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 3 აპრილს ბრიუსელში განაცხადა.


მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიმართ და პირობა დადეს, რომ კიევის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებენ.


უკრაინის უფრო პროგნოზირებადი გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ კითხვას, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის NATO-ს კონტროლზე გადასვლას, სტოლტენბერგმა დეტალურად არ უპასუხა. გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ მოკავშირეები ახლა განიხილავენ გზებს ალიანსის ფარგლებში მხარდაჭერის ინსტიტუციონალიზაციისთვის, რათა ის "უფრო პროგნოზირებადი და უფრო ძლიერი" გახდეს. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა გაანმარტა, მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული მოკლევადიან ნებაყოფლობით შეთავაზებებზე, და უფრო მეტად დამოკიდებული NATO-ს გრძელვადიან ვალდებულებებზე.

„ჩვენ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველვყოთ, რათა ნებაყოფლობით კონტრიბუციას და მოკლევადიან შეთავაზებებს ნაკლებად დავეყრდნოთ და უფრო მეტად ნატო-ს ვალდებულებებს და გრძელვადიან დაპირებებს დავეყრდნოთ,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.