აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი ერთობლივი გეგმის მიხედვით, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში, ოპერატიულ-ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Бірлестик (ერთობა) - 2024“-ის დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის დელეგაცია, განიხილეს სწავლების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები და შესასრულებელი ამოცანები.
2024 წლის ივლისში, ყაზახეთის რესპუბლიკის ოიმაშის საწვრთნელ მოედანზე, ასევე ტოკმაკის კონცხზე კასპიის ზღვის აკვატორიაში გასამართი სწავლების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები: „საბრძოლო წვრთნის ამოცანების შესრულება შეიარაღებული კონფლიქტების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის.“