ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა დამოკიდებულია ახალ ნაბიჯებზე სამოქალაქო პირების დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ მუშაკებზე თავდასხმები და იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია.


თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელმა უნდა გადადგას გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ჰუმანიტარული ტანჯვის აღმოსაფხვრელად და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ღაზის სექტორთან მიმართებით, „განისაზღვრება (ჩვენი შეფასებით) ისრაელის დაუყოვნებლივი ქმედებებით ამ ნაბიჯებზე.“


მისი თქმით, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია ჰუმანიტარული სიტუაციის სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მიანიჭოს უფლებამოსილება მისცეს თავის მომლაპარაკებლებს, დაუყოვნებლად დადონ შეთანხმება მძევლების შინ დაბრუნების მიზნით. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა ირანის საჯარო მუქარა ისრაელისა და ისრაელელი ხალხის მიმართ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს ამ საფრთხეების ფონზე,“ - აღნიშნულია თეთრი ინფორმაციაში.


ორგანიზაციამ "ექიმები უსაზღვრებოდ" (MSF) 4 აპრილს განაცხადა, რომ უარყოფს ისრაელის პოზიციას - თითქოს საჰაერო დარტყმა, რომელსაც ღაზაში შვიდი ჰუმანიტარული მუშაკი ემსხვერპლა, იყო "დასანანი ინციდენტი."

"ჩვენ არ ვიღებთ დასანანი ინციდენტების ნარატივს," - აღნიშნა კრისტოფერ ლოკიარმა, MSF International-ის გენერალურმა მდივანმა ჟენევაში.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Central Kitchen-ის (WCK) შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა დაბომბვას პირველ აპრილს.


ლოკიარის თქმით, WCK-ის რაც შეემთხვა, წარმოადგენს "ნაწილს ჰუმანიტარულ მუშაკებზე, ჯანდაცვის მუშაკებზე, ჟურნალისტებზე, გაეროს თანამშრომლებზე, სკოლებსა და სახლებზე მიზანმიმართული თავდასხმების ერთი და იმავე ტენდენციისა".

ისრაელმა ინციდენტს უწოდა საოპერაციო შეცდომა და მას იძიებს.