შუა დერეფნის საშუალებით, აზერბაიჯანი უზბეკეთისთვის სატრანზიტო ჰაბი ხდება - ელჩი

აზერბაიჯანი უზბეკეთის სატრანზიტო კერა ხდება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის საშუალებით. ამის შესახებ აშშ-ში უზბეკეთის ელჩმა ფურქათ სიდიკოვმა განაცხადა. ეს მოსაზრება მან ვაშინგტონში გამართულ კასპიის პოლიტიკის ცენტრის (CPC) ღონისძიებაზე გამოთქვა.


ელჩის თქმით, ცენტრალური აზია შეიძლება, იყოს ევრაზიისა და სამხრეთ აზიის დამაკავშირებელი ხიდი, რაც შეიძლება, საინტერესოდ აღიქმებოდეს აშშ-სთვის.

„ამჟამად განვიცდით მიწოდების მარშრუტებისა და ეკონომიკური სტრუქტურების მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს. აშშ-ის ბიზნესს ახლა ესაჭიროება წვდომა ახალ ბაზრებზე და ცენტრალურ აზიას აქვს პოტენციალი, დააკმაყოფილოს ეს საჭიროება," - დასძინა სიდიკოვმა.