შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT-ი ავრცელებს.
შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 57 წლის ქალბატონი შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. ის უსაფრთხოების ძალებმა ოქტომბერში დააკავეს და გასულ კვირას ქვეყნიდან გააძევეს. მას შვედეთში დაბრუნება აეკრძალა.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი შვედეთში 20 წლის წინ ჩავიდა, სადაც ბინადრობის ნებართვა ჰქონდა და შვედეთის მოქალაქეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც შვილები ჰყავს.
ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებით, ქალბატონს არ სჯერა, რომ ის შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.