მოლდოვამ NATO-სთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დააანონსა

მომავალ წელს მოლდოვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ახალ ფორმას გეგმავს. ამის შესახებ Newsmaker-თან ინტერვიუში მოლდოვის ელჩმა ბელგიაში, ლუქსემბურგსა და NATO-ში, ვიორელ ციბოტარუმ ისაუბრა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოლდოვა NATO-სთან თანამშრომლობის ტრადიციულ ინსტრუმენტებს ავითარებს.


„2025 წელს ჩვენ შევუდგებით თანამშრომლობის ახალ ფორმას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური, კონსოლიდირებული პარტნიორობის პროგრამის საფუძველზე, რომელიც რეალურად გააერთიანებს ყველა არსებულ პროგრამას და გაზრდის მათ ეფექტიანობას,“ აღნიშნა ელჩმა.


ციბოტარუმ განმარტა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უპასუხა მოლდოვის საჭიროებებს, როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ, რუსული ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია და პოლიტიკურ პროცესში ჩარევა გაძლიერდა.