ლიეტუვა: პატივს მივაგებთ იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგნენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.


„საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ მათ გამბედაობასა და თავგანწირვას, ვინც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგა 1989 წელს და აღადგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს. დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – წერია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში.