აზერბაიჯანმა არასანავთობო სექტორში წარმოება 8%-ით გაზარდა

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ნავთობისა და გაზის სექტორში წარმოება გასულ წელს 0,2%-ით, ხოლო არასანავთობო და გაზის სექტორში - 7,8%-ით გაიზარდა. სამრეწველო პროდუქციის დაახლოებით 64,5% მომზადდა სამთო სექტორში, 29% გადამამუშავებელ სექტორში, 5,7% ელექტროენერგიის, გაზისა და ორთქლის წარმოების, განაწილებისა და მიწოდების სექტორში და 0,8% წყალმომარაგების, ნარჩენების დამუშავებისა და გადამუშავების სექტორში.


სამთო სექტორში სარეალიზაციო ნავთობის მოპოვება შემცირდა 6%-ით, ხოლო სარეალიზაციო გაზის წარმოება გაიზარდა 5,4%-ით. ელექტროენერგიის, გაზისა და ორთქლის წარმოების, განაწილებისა და მიწოდების სექტორში წარმოება შემცირდა 5.2%-ით, ხოლო წყალმომარაგების, ნარჩენების დამუშავებისა და გადამუშავების სექტორში 6.6%-ით.