ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა საჰაერო სივრცეები დახურეს

ლიბანის ტრანსპორტის სამინისტრომ შაბათს გამოაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ყველა შემავალი, გამავალი და ტრანზიტული თვითმფრინავისთვის დროებით დაიხურება. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახურვა არის პრევენციული ღონისძიება და მოქმედებს ადგილობრივი დროით პირველი საათიდან კვირამდე, დილის 7 საათამდე. ეს გადაწყვეტილება ბეირუთის რაფიკ ჰარირის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ნავიგაციის ოპერაციების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებს.


თავიანთი საჰაერო სივრცე ასევე დაკეტეს ერაყმა და იორდანიამ.

საჰაერო სივრცე დახურეს ისრაელმა და ირანმაც.


შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ.


ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ.

აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს.


საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში.

რანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“

ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.