პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად, „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დანიელ კოლეგასთან, მეტე ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს.


„მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პოლონეთის წინადადებას, ევროპის ცის პოტენციური სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვის მიზნით ეფექტური „რკინის გუმბათის“ შექმნის პროექტს შეუერთდეს, დადებითად გამოეხმაურა,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა „საშიშ ზონაში“ იმყოფება.


„არ არსებობს იმის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს ევროპას ასეთი სარაკეტო თავდაცვის ფარი“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

„რკინის გუმბათი“ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის სახელწოდებაა.