ზელენსკი: რუსულ პროპაგანდას მოსდევს, სულ მცირე, დესტაბილიზაცია და უარეს შემთხვევაში, ოკუპაციის მცდელობა


  • „უნდა გვახსოვდეს, რომ რუსულ პროპაგანდას უცვლელად მოსდევს, სულ მცირე, დესტაბილიზაცია და, უარეს შემთხვევაში, ოკუპაციის მცდელობა. ყველა დონეზე, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ერთად უნდა ვიმუშაოთ მის წინააღმდეგ. და მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში - ყველა ლიდერს, ყველა საზოგადო მოღვაწეს, ყველა პოლიტიკოსს, ვინც სერიოზულად ეკიდება ხალხის დაცვას დეზინფორმაციისგან და ყველა სხვა რუსული დესტაბილიზაციის გავლენისგან,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აპრილს, ტრადიციული ვიდეომიმართვისას.