ჩეხეთმა უკრაინისთვის ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე NATO-უკრაინის საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარებასა და გაზრდაზე, მათ შორის, მეტი საჰაერო თავდაცვის მიმართულებით.
„მივესალმები გერმანიის ძალისხმევას, მათ შორის, ბოლო გადაწყვეტილებას, რომ დამატებითი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცენ უკრაინას. Patriot-ებთან ერთად, კიდევ ბევრი იარაღია, რომელთა გადაცემაც შეუძლიათ მოკავშირეებს, მათ შორის SAMP-T.
ჩეხეთმა დაადასტურა, რომ ამუნიციის მათი ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინეს.
„მივესალმები ხვალ უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების პაკეტზე კენჭისყრისადმი აშშ-ის კონგრესში მიღწეულ პროგრესს. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი დამატებითი შეფერხებების გარეშე იქნება მიღებული. მოკავშირეებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ საკუთარ მარაგებში და დააჩქარონ რაკეტების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის გადაცემა,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.