NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამტკიცებას მიესალმა.
„მივესალმები ამ კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებას. ეს აჩვენებს უკრაინის ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც გრძელდება. დახმარების ეს მნიშვნელოვანი გაძლიერება შეავსებს ათობით მილიარდის დახმარებას, რომელსაც უკრაინას ევროპელი მოკავშირეები აწვდიან. მოვუწოდებ სენატს სწრაფად იმოქმედოს და გაუგზავნოს ეს კანონპროექტი [ხელმოსაწერად] პრეზიდენტი ბაიდენს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
აღსანიშნავია, რომ 19 აპრილს NATO-უკრაინის საბჭოზე თავდაცვის მინისტრები შეთანხმდებოდნენ უკრაინისთვის შემდგომ სამხედრო დახმარებაზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სფეროში.