ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ უნდა შეეხოს - შვედეთი

ევროკავშირის შემდეგი სანქციების პაკეტი უნდა მოიცავდეს ნაბიჯებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომლებსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ, განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

„მე-14 სანქციების პაკეტის მიღება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია,“ - განაცხადა ბილსტრომმა. 

„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს ზომები მოიცავდეს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას და ასევე, ნაბიჯებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესაკავებლად. სანქციების პაკეტზე მსჯელობა ადრეულ ეტაპზეა და მისი მიღება ლუქსემბურგის შეხვედრაზე არ არის დაგეგმილი,“ განმარტა მინისტრმა.


Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს, საზღვაო გზით მიწოდებული ბარელი რუსული ნავთობი 60 დოლარზე ძვირად იყიდებოდა. სანქციების გვერდის ავლით რუსული კომპანიები იყენებენ ეგრეთ წოდებულ „ჩრდილოვან ფლოტს“ - ტანკერებს, რომლებიც იმ ქვეყნების დროშის ქვეშ ცურავდნენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, მაგრამ სინამდვილეში რუსული კომპანიების საკუთრებაა.


2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპისა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ან მალე შეამცირებს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას. ევროკავშირის ქვეყნებში საზღვაო გზით მიწოდებულ რუსულ ნავთობზე ემბარგო 5 დეკემბერს ამოქმედდა.


ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმების არარსებობის გამო რუსეთის გაზის მიწოდებაზე ემბარგო სანქციების წინა პაკეტში არ იყო გათვალისიწინებული, ავსტრია და უნგრეთი რუსული გაზის მიწოდებაზე ძლიერ დამოკიდებულნი რჩებიან. რუსეთი. აშშ-ის შემდგ ევროკავშირში თხევადი გაზის მიწოდების მონაცემებით მეორე ადგილზეა და გასული წლის მონაცემებით ბაზრის 16% უჭირავს. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 15 მილიონი ტონა რუსული თხევადი გაზი მოიხმარეს, რაც თითქმის 40%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.