შვედეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის Patriot-ის თავდაცვის სისტემების გაგზავნას არ გამორიცხავს

შვედეთის თავდაცვის მინისტრი პალ ჯონსონი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას არ გამორიცხავს, იტყობინება Guardian-ი. უკრაინა რუსეთის თავდასხმების ფონზე, საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტს განიცდის. აშშ-ის წარმოების აღნიშნული სისტემები კი, ძალზედ ეფექტიანია რუსეთის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად.


ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება Patriot-ი, რათა დაიცვას ქვეყანა რუსეთის თავდასხმებისგან, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ის ამჟამად უკრაინის უდიდესი ქალაქების დაცვაზეა ორიენტირებული.


კითხვას, გაგზავნის თუ არა შვედეთი Patriot-ის სისტემებს კიევში, ჯონსონმა უპასუხა, რომ ის არ გამორიცხავს ამ შესაძლებლობას.

მაგრამ ახლა ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ფინანსურ კონტრიბუციაზე, მაგრამ ასევე (მეტ) RBS 70-ზე (ადამიანზე გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემები), რადგან ამან შეიძლება, შეამსუბუქოს Patriot-ებზე ზეწოლა,” - დასძინა მან.


შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.