ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება

ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დღეს ლიეტუვაში ბუნდესვერის მასშტაბური სამხედრო წვრთნები Grand Quadriga 2024 იწყება.


ბუნდესვერის სამხედრო წვრთნებში ლიეტუვის არმიის ქვედანაყოფებიც ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი გერმანელი სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს. ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები მაისის ბოლომდე გაგრძელდება.