სტოლტენბერგი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

NATO-ს გენერალური მდივანი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენციას მართავს.


NATO-ს შეუძლია, შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის თავდაცვის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 100 მილიარდი ევროს ოდენობით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

„დღეს განვიხილეთ იენსის, ინიციატივა შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, 100 მილიარდი ევროს ოდენობით -  ხუთი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარისთვის ასეთი ფონდის შექმნის დეტალები მართლაც მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს ორმხრივი ვალდებულებების ხარჯზე, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენს შეთანხმებებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.