ლონდონში ხმლით შეიარაღებული კაცი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს

ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხმლით შეიარაღებული კაცი რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, ორ პოლიციელს თავს დაესხა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის კაცი, თავდაპირველად, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, შემდეგ კი „საზოგადოების სხვა წევრებსა და პოლიციის ორ თანამშრომელს“ თავს დაესხა.

თავდამსხმელი დაკავებულია და პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.