პოლონეთმა NATO-ს ბირთვული გაცვლის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ზალევსკიმ დაადასტურა. მისი თქმით, ეს პროგრამა ითვალისწინებს ამერიკული მხარის სრულ კონტროლს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის განთავსება შესაძლებელია პოლონეთში.
ბირთვული იარაღის გაზიარება NATO-ს ბირთვული შეკავების პროგრამაა. ის საშუალებას იძლევა, ბირთვული ქობინი ალიანსის იმ წევრ ქვეყნებს მიაწოდოს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ბირთვული იარაღი. 2009 წლის ნოემბრიდან, პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის ბირთვული იარაღი ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში იყო განთავსებული.
გასულ ზაფხულს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რუსეთის მიერ ბელორუსში ბირთვული იარაღის გადაცემის შესახებ, პოლონეთის ხელისუფლებამ კვლავ გაიხსენა თავისი განზრახვა, მონაწილეობა მიიღოს ბირთვული იარაღის გაზიარების პროგრამაში.
გასული წლის 25 მაისს რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. იმავე დღეს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ატომური იარაღის ბელორუსიაში განთავსება უკვე დაიწყო.
16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პირველი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკვე ბელორუსის ტერიტორიაზეა.