20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი

20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოზე გამავალი BTK-ის სარკინიგზო ხაზის 184-კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო-აღდგენითი, რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაო უკვე დასრულებულია. ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა.


„20 მაისიდან, განახლებული BTK-ის სარკინიგზო ხაზით სატვირთო გადაზიდვები დაიწყება. ამ რკინიგზის მოდერნიზაციის უპირველესი მიზანი იყო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და სარკინიგზო მარშრუტის სტატუსის ამაღლებ. მე მჯერა, რომ ეს განვითარება აზერბაიჯანს, როგორც სატრანსპორტო კვანძს აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე დააყენებს,“ - აღნიშნა რუსტამოვმა.


ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც შუა დერეფნის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტია, 2024 წლის 20 მაისს მოდერნიზაციის შემდეგ გაზრდის მის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას წელიწადში ხუთ მილიონ ტონამდე, რაც ხუთჯერ მეტია წინა სიმძლავრეზე, იუწყება აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC. 


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა.

სარკინიგზო ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ.

საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა.